ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ტერორისტულმა დაჯგუფება ალ-შაბაბმა სომალიში AU-ს ბაზა აიღო

ტერორისტულმა დაჯგუფება ალ-შაბაბმა სომალის ქალაქ ელ-ადეში African Union-ის ბაზა აიღო. ისლამური დაჯგუფება აცხადებს, რომ მათ სრული კონტროლი დაამყარეს ბაზაზე და 60-ზე მეტი კენიელი სამხედრო მოკლეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ადგილობრივი მაცხოვრებლები BBC-სთან საუბარში აცხადებენ, რომ ტერორისტებმა ბაზაზე საკუთარი დროშა აღმართეს და ქალაქში დაღუპულთა ცხედრები ჩამოატარეს. მათივე თქმით, აფეთქების ხმა გამთენიისას გაიგეს.

კენიელი პოლკოვნიკის დევიდ ობონიოს ოფიციალურ განცხადებაში დაღუპულთა რაოდენობაზე ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ African Union-ის სამხედროები სომალიში ადგილობრივ ხელისუფლებას დაჯგუფება ალ შაბაბთან ბრძოლაში ეხმარებიან. AU-ს რიგებში კი 4000-ზე მეტი კენიელი სამხედრო მსახურობს.

ალ-შაბაბი ტერორისტული დაჯგუფება ალ-ქაიდას ნაწილია.

იტვირთბა....