პარტია მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილის, თქმით შალვა პაპუაშვილს პარლამენტში ჰქონდა შეცდომები, თუმცა უშეცდომო არავინაა და ელისაშვილი იმედოვნებს რომ ეს პაპუაშვილის ბოლო შეცდომა იქნება. ამის შესახებ ელისაშვილმა პარლამენტში განაცხადა.
“შალვასთან ჩვენ პირდაპირ ვამბობთ , არასდროს არ ვკეკლუცობთ, რომ მხარს ვუჭერთ შალვა პაპუაშვილს, რა თქმა უნდა იყო ინციდენტი, ძალიან უსიამო ამ პარლამენტში შალვას მონაწილეობით… უშეცდომო არავინ არ ვართ, შეცდომები ყველას მოგვდის. ვუსურვებდი შალვას , რომ ეს იყოს მის პოლიტიკურ ბიოგრაფიაში ერთადერთი ასეთი ინციდენტი”,- ამბობს ელისაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 18 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურს მოსმენა იგეგმებოდა. თუმცა, ოპოზიციური პარტიების დეპუტატებმა გომელაურს სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს და ტრიბუნასთან დადგნენ, ბანერები გაშალეს, რომელზეც გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები იყო გამოსახული, რა დროსაც შალვა პაპუაშვილსა და თინა ბოკუჩავას ინციდენტი მოხდა.