[su_quote]დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა?
ძალადობა ის იყო, რასაც “ნაციონალური მოძრაობის” წყალობით ბევრი წელი უყურებდა ქვეყანა და დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ პარლამენტში. ძალადობა სიმართლეზე, ძალადობა მორალზე, ძალადობა პარლამენტზე. ისტერიამდე მისული დესტრუქცია, ტრიბუნის დაბლოკვა, მაგიდაზე ფეხით შემდგარი, სპიკერატისკენ გაქანებული და მანდატურთან მოჭიდავე დეპუტატები. სირცხვილი, რომელსაც ვერ გრძნობენ. თინასთან ვწუხვარ[/su_quote]
წერს სოციალურ ქსელში ქართული ოცნების დეპუტატი შალვა პაპუაშვილი. დღეს 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირბეით შს მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტში უნდა წარმდგარიყო დეპუტატების წინაშე. თუმცა, ოპოზიციამ გომელაურს ამის საშუალება არ მისცა. პარლამენტში დაპირისპირებაც მოხდა. ერთერთ მომენტში პარლამენტის თავმჯდომარესთან მისული თინა ბოკუჩავა პაპუაშვილმა ძალის გამოყენებით გამოათრია ადგილიდან.