მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გდაყვანაზე თანახმაა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
“მიხეილ სააკაშვილი თანახმაა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე და შიმშილობას შეწყვეტს. მას გორში დღეს გადაიყვანენ”,- ამბობს გვარამია.
19 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა სპეციალურ ბრიფინგზე საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. მინისტრმა განაცხადა, რომ გორის ჰოსპიტალი არის ადგილი, სადაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული.