ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თბილისს დედა არ ჰყავს, ვადამდელზე იფიქროთ დროა…”: ნანუკა ჟორჟოლიანი ნარმანიას მოუწოდებს

პოპულარული შოუს წამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქზე თბილისში ქუჩების საახალწლო განათების საკითხს ეხმაურება და მერის, დავით ნარმანიას ვადამდელ არჩევნებზე დაფიქრებას თხოვს:

„რამდენჯერმე დავწერე რომ თბილისის საახალწლო განათება ლამაზია. მართალია, მხოლოდ ვაკე და ვერაა კარგად განათებული, მაგრამ ამას ხაზი არ გავუსვი.

ეს სილამაზე რომ კარგად გამოჩენილიყო საახალწლო გადაცემის მონოლოგი ქუჩაში ჩავწერე:) იმ გადაცემის, რომელსაც ზუსტად ვიცოდი მაღალი რეიტინგი ექნებოდა.

ეს მათთვის ვისაც გონია რომ კარგს ვერ ვხედავ.

უკვე ჩაბნელებულია ნახევარი ქალაქი. ისეთი ცუდი შესახედი იყო გუშინ რუსთაველი…ამ ნარმანიას ეჭვი მაქვს მერად მისივე სამსახური არ აღიარებს. იმდენად არაკომპეტენტურად და სასაცილო პერსონაჟად მიაჩნიათ, რომ მერიისთვის ყველაფერი “მოსულა”.

იქნებ დროა აღიაროთ რომ ქალაქის მერი თქვენი პოლიტიკური შეცდომა იყო. ქალაქის განათებას ვინ დაეძებს, თავად ქალაქს /თბილისს/ აღარ ჰყავს დედა. ვადამდელზე იფიქროთ დროა მეგობრებო. თორემ როცა ამის დრო მოვა, ისეთ დღეში იქნებით თქვენ ხმას აღარავინ მოგცემთ.“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქზე.

 

იტვირთბა....