ისლამურმა სახელმწიფომ მორიგი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც თითქოს ასახულია ხუთი მძევალის მკვლელობა, რომლებიც, ტერორისტული ჯგუფის თქმით, ბრიტანეთისთვის შპიონობდნენ სირიაში.
ამის შესახებ გამოცემა USA TODAY წერს.
ვიდეოში ნიღბიანი კაცი ბრიტანული აქცენტით ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონს „თეთრი სახლის მონას“ და „ებრაელ ჯორს“ უწოდებს.
„მხოლოდ სულელი თუ გაბედავს ომს ქვეყანაში, სადაც ალაჰის უზენაესი ნება სუფევს“- ამბობს ის. „ისლამური სახელმწიფო, ჩვენი ქვეყანაა და იქნება. ჩვენ გავაგრძელებთ საზღვრების გაფართოებას და ერთ დღესაც შემოვიჭრებით თქვენს მიწაზეც“- ამბობს ნიღბიანი ვიდეომიმართვაში.