ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სამართალამცველებმა კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თბილისის აეროპორტში კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი დააკავეს. სავარაუდოდ, საქმე ეხება რამდენიმე თვის წინ ბათუმში ძმები ფეიქრიშვილების აფეთქების მცდელობას.

ფეიქრიშვილებს თბილისში “ტყუპების” მეტსახელით იცნობდნენ. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მათი ლიკვიდაციის ბრძანება უკრაინიდან სწორედ ვატო ყიფიანმა გასცა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ფეიქრიშვილების აფეთქებას ავტომობილში გეგმავდნენ.

იტვირთბა....