ცნობილი ხდება რაგბის კავშირის ყრილობის ჩატარების თარიღი, სადაც ახალი პრეზინდეტი უნდა აირჩიონ. კავშირის წევრები 24 იანვარს, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” შეირკიბებიან.
ჯერ-ჯერობით ოფიციალურად არც ერთი კანდიდატურა წარდგენილი არაა.
ცნობილი ხდება, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს კახაბერ კობახიძე. მან საკუთარი გეგმების შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან ისაუბრა.
“18 იანვრამდე არის განცხადებების შეტანა შესაძლებელი და ახალი წლების შემდეგ შევა ჩემი განცხადება,”- აცხადებს კახაბერ კობახიძე.
ქართული ოცნების წევრს ირაკლი აბუსერიძეს კი არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული დააყენებს თუ არა საკუთარ კანდიდატურას კვლავ რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში.
“გამორიცხული არაფერი არ არის. გავივლი შიდა კონსულტაციებს და მივიღებ გადაწყვეტილებას,”- აცხადებს აბუსერიძე.
რაგბის კავშირის მოქმედი პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ გადწყვეტილებას არ შეიცვლის და საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებს.
იტვირთბა....