სპარსეთის ყურის ქვეყნების დასახმარებლად დიდი ბრიტანეთი სამხედრო პერსონალს და საჰაერო თავდაცვის სისტემებს გზავნის, – ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ჯონ ჰილიმ განაცხადა.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ნათელი გახდა, რომ ირანი აფართოებს თავის თავდასხმებს. ჰილის განცხადებით, ბრიტანული Typhoon-ის თვითმფრინავები კატარში მოქმედებას გააგრძელებენ.
„ბრიტანეთი თქვენ გვერდით დგას და თავის პარტნიორებთან ერთად იდგება. ამჟამად ახლო აღმოსავლეთის ცას ბრიტანეთის საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეები იცავენ“, – აღნიშნა ჯონ ჰილიმ კატარში ვიზიტის დროს.

