ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კვირიკაშვილი პარლამენტს მთავრობის იგივე შემადგენლობას წარუდგენს

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს პალამენტს ამ ეტაპზე დასამტკიცებლად მთავრობის სრულ შემადგენლობას უცვლელად წარუდგენს. ამის შესახებ კვირიკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ: “ჩემთვის დიდი პატივია, რომ სახელისუფლებო გუნდმა გამომიცხადა ნდობა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი კანდიდატურა წარადგინა. ეს დიდი პასუხისმგებლობაა. მინდა განვაცხადო, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, საქართველოს პალამენტს ამ ეტაპზე დასამტკიცებლად უცვლელად წარვუდგენ მთავრობის სრულ შემადგენლობას, გუნდს, რომლის წევრიც პირველი დღიდან ვარ. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე კი, წარვადგენ მიხეილ ჯანელიძის კანდიდატურას. პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, მე მომეცემა საშუალება, უკვე პრემიერ-მინისტრის პოზიციიდან, ღრმად და დეტალურად გავეცნო თითოეული სამინისტროსა და მინისტრის საქმიანობას, მათ სტრატეგიას, გრძელვადიან და მოკლევადიან გეგმებს, რაც დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ სწორი და რაციონალური გადაწყვეტილების მიღების საშუალებას მომცემს. არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს მომავალში მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები განხორციელდება”, – ნათქვამია კვირიკაშვილის განცხადებაში.
შეგახსენებთ, ახალ მთავრობაში მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრი შეიცვლება თუ პარლამენტი კვირიკაშვილის მთავრობას ნდობას გამოუცხადებს.

იტვირთბა....