“ლეიბორისტულ პარტიის” ოფისში ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, “სტრატეგია აღმაშენებელის” წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია განიხილავს ვერსიას, ხელახლა შეიტანოს პარლამენტში განაცხადი, რომ ოპოზიციონერ ლიდერებს შეუწყდეთ მანდატები.
“ჩვენმა კოლეგებმა გამოთქვეს აზრი, ხელახლა ხომ არ შევიტანოთ განაცხადი, მანდატების შეწყვეტაზე. ამაზე მიდის მსჯელობა, ჯერ არ დაგვისრულებია. არის კიდევ ვარიანტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართოთ, რატომ არ უქმდება მანდატები. ანტიკონსტუტიუცია ის, რაც ხდება”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ცნობისათვის, ლეიბორისტულ პარტიის ოფისში ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა. ეს არის პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც ბოლოს მოლაპარაკებები ჩაიშალა ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის.