ლეიბორისტულ პარტიის ოფისში ოპოზიცია შეიკრიბა. ეს არის პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც ბოლოს მოლაპარაკებები ჩაიშალა ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს რომ ამ შეხვედრაზე მომავალ გეგმებსა და 15 მაისის აქციაზე იმსჯელებენ.
“ძალიან მნიშვნლოვანია, რომ ვიმსჯელოთ ევროკავშირის გზავნილებზე, ამით ჩვენი ქვეყანა საფრთხეში ვარდება იმ მიმართულებით რასაც ჰქვია დახმარებების გაწევა, ბერკეტს ოპოზიცია ვერ ხედავს მინდა გითხრათ”, — ამბობს პაატა დავითაია.
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, მოლაპარაკებების ჩაშლის პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ გუნდს.
“უმრავლესობის პასუხისმგებლობა ცა და დედამიწაა უმცირესობის პასუხისმგებლობასთან შედარებით, მთავარი პასუხისმგებელი მოლაპარაკებების ჩაშლაზე არის ქართული ოცნება. ელისაშვილი არაფრით განსხვავდება კობახიძისგან ის უფრო მეტად ახმოვანებს ხელისუფლებას და მეორეც გირჩი რო ერქვა და ახლა ქლიავების პარტია რომ ჰქვია”, — ამბობს გიგი უგულავა.