ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი

იმნაძე ვაქცინებს შორის განსხვავებაზე: “ჩინური ვაქცინა არის დამზადებული უფრო ძველი მეთოდებით”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინაის შესახებ განმარტებას აკეთებს რომელიც საქართველოში რამდენიმე დღეში შემოვა და “ფაიზერისა” და “ასტრაზენეკასგან” განსხვავებით, ძველი მეთოდით არის დამზადებული, მასში ინაქტივირებული ვირუსია.

როგორც იმნაძემ აღნიშნა, საქართველოს მოსახლეობას არჩევანის გაკეთების საშუალება ექნება:

ფაიზერი“, ეს არის რნმ (რუბონუკლეინის მჟავა), ანუ სატრანსპორტო რნმ, ინფორმაციული რნმ – სხვადასხვა სახელით მოიხსენიებენ ხოლმე, რომელიც შეიცავს ინფორმაციას, თუ როგორ უნდა წარმოიქმნას გვირგვინები რომ აქვს ვირუსებს – კორონავირუსის გვირგვინზე სპაიკ-ცილა, რომლითაც იჭრება ის ადამიანის უჯრედებში და ეს რომ წარმოიქმნას ხელოვნურად, ჩვენივე ორგანიზმში და შემდეგ ამაზე ჩვენივე ორგანიზმმა გამოიმუშავოს იმუნიტეტი.ეს რნმ არის გახვეული ლიპიდური ნაწილაკების გარსში. ეს არის “ფაიზერის” ვაქცინა.

ასტრაზენეკას” შემთხვევაში, ზუსტად იგივე რნმ არის ჩასმული ადენოვირუსში, ეს ადენოვირუსი არ მრავლდება ჩვენს ორგანიზმში, დაიშლება, იქიდან ჩვენს უჯრედში რომ მოხვდება ეს რნმ, რომელიც არის სპაიკ-ცილის წარმომქმნელი, ორგანიზმი დაიწყებს იმუნიტეტის გამომუშავებას.

ჩინური ვაქცინა არის უფრო ძველი მეთოდებით დამზადებული, რომელიც დიდი ხანია, გამოიყენება ვაქცინების დასამზადებლად – აღებულია კორონავირუსი, გარკვეული მეთოდით ეს კორონავირუსები იქნება დახოცილი, ინაქტივირებული და შემდეგ, ეს გამოიყენება იმისთვის, რომ ორგანიზმში შეიქმნას იმუნიტეტი კორონავირუსი საწინააღმდეგოდ,” – აცხადებს პაატა იმნაძე.

25 მარტს, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინა ჩამოვიდა. საქართველომ „ფაიზერის“ 30 ათასამდე დოზა ვაქცინა ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღო.

შეგახსენებთ, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. საქართველოში ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოიტანეს, რომელიც თავდაპირველად მედპერსონალისთვის იყო გათვლილი. თუმცა დაბალი ჩართულობის გამო ჯანდაცვის ექსპერტებმა მიიღეს გადაწყვტილება, რომ ვაქცინაციის პროცესში 65 წელს ზემოთ მოქალაქეებიც ჩაერთვნენ. ხოლო, აპრილიდან ვაქცინაზე საყოველთაო იქნება და მსურველების რეგისტრაცია აპრილის შუა რიცხვებამდე დაიწყება.

 

იტვირთბა....