საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინა ჩამოვიდა. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა.
საქართველომ „ფაიზერის“ 30 ათასამდე დოზა ვაქცინა ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღო.
შეგახსენებთ, დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ვაქცინაციის პროცესში კამპანიის მიზნით შესაძლოა 100 ცნობილი პირი ჩაერთოს.
ინფორმაციისთვის, საქართველოში “ასტრაზენეკათი” ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო.