ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

ლევან რატიანი იქნება 27 წლის ექთნის პირადი ექიმი, რომელიც ვაქცინაციის შემდეგ კომატოზურ მდგომარეობაში ჩარავრდა

27 წლის ექთანი, რომელიც ახალციხის „იმედის“ კლინიკაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ კომატოზურ მდგომარეობაში ჩარავრდა, თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს.

პაციენტის პირადი ექიმი კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი იქნენა..

ცნობისთვის, დღეს, ვაქცინაციის ფარგლებში, ახალციხეში, კლინიკა “იმედში” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში, ექთანი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა. 27 წლის მედდას „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქციაა ანაფილაქსიური შოკი დღეს დაუფიქსირდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მომხდართან დაკავშირებით,  გვერდითი მოვლენების მართვის პროტოკოლის შესაბამისად, მოკვლევა დაიწყო.

ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროში ამ წუთებში გაერთიანებული იმუნიზაციის კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, სადაც ექსპერტები მიიღებენ გადაწყვეტილებას, მომხდარი შემთხვევის შემდეგ როგორ განვითარდება ვაქცინაციის პროგრამა ქვეყანაში.

შეგახსენებთ, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. საქართველოში ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოიტანეს, რომელიც თავდაპირველად მედპერსონალისთვისაა გათვლილი.

იტვირთბა....