aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რამდენი ადამიანია დარეგისტრირებული კორონავირუსის ვაქცინის გასაკეთებლად

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ამ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩასატარებლად 2121 ადამიანია დარეგისტრირებული,” – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, მეტი საუბარია საჭირო იმისთვის, რომ კიდევ ბევრი ადამიანი აიცრას.

„დასაწყისისთვის არა უშავს, მაგრამ გვინდა უფრო მეტი. იმისთვის, რომ კიდევ ბევრი ადამიანი აიცრას, მედიასთან ერთად საინფორმაციო კამპანია უნდა ვაწარმოოთ და რაც შეიძლება მეტი საუბარია საჭირო ჩვენს კოლეგებთან, რომ მათ მისცენ მაგალითი საზოგადოებას“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.

კორონავირუსი საწინააღმდეგო ვაქცინით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი და ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ეზუგბაია და მარინა ენდელაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით უკვე აიცრნენ.

ცნობისთვის, გუშინ, ჯანდაცვის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ჯანმო და  ვროპის წამლის რეგულირების სააგენტო „ასტრაზენეკას“ ვაქცინასა და გამოვლენილ მოვლენებს შორის, კონკრეტულად თრომბოემბოლიურ გართულებებთან კავშირს არ ადასტურებს.

იტვირთბა....