“ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კავშირს „ასტრაზენეკას“ ვაქცინას და გამოვლენილ მოვლენებს შორის, კონკრეტულად თრომბოემბოლიურ გართულებებზე მაქვს საუბარი, არ ადასტურებს,” – ამის შესახებ ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
როგორც გაბუნია განმარტავს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ და ვროპის წამლის რეგულირების სააგენტომ გამოაქვეყნეს განცხადება, რომლის მიხედვითაც, არ არსებობს მტიკიცებულება რომელიც „ასტრაზენეკასა“ და გამოვლენილ მოვლენას შორის კავშირს ადასტურებს.
მისივე განმარტებით, ჯანმო „ასტრაზენეკას“ გამოყენების შესახებ რეკომენდაციას იძლევა.
„გასულ კვირას გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, იმის გამო, რომ აცრის შემდგომ პერიოდში რამდენიმე ბენეფიციარს დაუფიქსირდა თრომბოემბოლიური გართულებები, შეაჩერა ორი კვირით „ასტრაზენეკას“ გამოყენება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ პარასკევს, ასევე ევროპის წამლის რეგულირების სააგენტომ გამოაქვეყნეს განცხადება, რომ დღეს არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მიზეზშედეგობრივ კავშირს „ასტრაზენეკასა“ და გამოვლენილ მოვლენას შორის, არ არსებობს. თრომბოემბოლიის რისკი ისეთივეა ვაქცინაციის შემდეგ, როგორც ზოგადად მოსახლეობაში ვაქცინაციის გარეშეც იქნებოდა.
მოგეხსენებათ, თრომბოემბოლია ისედაც შესაძლებელია, დაკავშირებული იყოს მთელ რიგ დაავადებებთან და ასევე სხვა რისკფაქტორებთან. ამდენად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კავშირს „ასტრაზენეკას“ ვაქცინას და გამოვლენილ მოვლენებს შორის, კონკრეტულად თრომბოემბოლიურ გართულებებზე მაქვს საუბარი, არ ადასტურებს და იძლევა რეკომენდაციას „ასტრაზენეკას“ გამოყენების შესახებ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
შეგახსენებთ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია უკვე საქართველოშია. თვითფირინავი, რომელშიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზაა, თბილისის საერთაშორისო აეროპორში გუშინ დილით დაეშვა.