დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით ინფექციურ საავადმყოფოში საჯაროდ აიცრა.
იმნაძემ ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ განაცხადა, რომ დღეიდან იწყება ეპიდემიის დასრულების დასაწყისი. ამასთან, მან კოლეგებსა და საზოგადოებას მოუწოდა, რომ ცხოვრების ჩვეულებრივი რიტმის დასაბრუნებლად აუცილებელია რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიკთოს აცრა.
“დღეს მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან დღეიდან იწყება ეპიდემიის დასრულების დასაწყისი. ყველამ კარგად უნდა გავითავისოთ, რომ ვაქცინა არის ერთადერთი გზა ეპიდემიის დასამარცხებლად. ამიტომ მე მინდა ჩემს ყველა კოლეგას, თითოეულ თანამოქალაქეს მოვუწოდო – იმისთვის, რომ დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს, აუცილებელია რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას. ხედავთ, რომ არაფერია საშიში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ.