aviabiletebi
მთავარი ციტატა

“სამმა მუშკეტერმა და ჯანდაცვის მინისტრმა ვაქცინა გაიკეთონ! სხვა ყველაფერი ლაი-ლაია…” – გია ხუხაშვილი

“ეს ვითარება და გაუგებრობა რომ დასრულდეს, დღეს, ან უკიდურეს შემთხვევაში ხვალ ჩვენმა სამმა მუშკეტერმა და ჯანდაცვის მინისტრმა პირდაპირ ეთერში უნდა გაიკეთონ ვაქცინა.
სხვა ყველაფერი ლაი-ლაია… პ.ს. კობახიძე-ღარიბაშვილმაც.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

გია ხუხაშვილი – პოლიტოლოგი

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

შეგახსენებთ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია უკვე საქართველოშია. თვითფირინავი, რომელშიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზაა, თბილისის საერთაშორისო აეროპორში დღეს დილით დაეშვა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “საჭიროების შემთხვევაში მეც აუცილებად ავიცრები. თუმცა, ვთვლი, გაცილებით მეტი ადამიანია, ვინც საჭიროებს პირველად ვაქცინაციას“.

ინფორმაციისთვის, დანიამ, ნორვეგიამ და ტაილანდმა დროებით შეაჩერეს AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად შექმნილი ვაქცინის გამოყენება, რადგან დაახლოებით 30 ადამიანს ვაქცინაციის შემდეგ სისხლის შედედების პრობლემები გამოუვლინდა.

იტალიამ და რამდენიმე ქვეყანამ კი „ასტრაზენეკას“ ვაქცინების ერთი კონკრეტული პარტიის გამოყენება შეაჩერა.

ეს ვითარება და გაუგებრობა რომ დასრულდეს, დღეს, ან უკიდურეს შემთხვევაში ხვალ ჩვენმა სამმა მუშკეტერმა და ჯანდაცვის…

Posted by Gia Khukhashvili on შაბათი, 13 მარტი, 2021

 

 

იტვირთბა....