აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-ს სენატორები უკრაინაში Starshield-ის შეფერხებების გამოძიებას ითხოვენ

დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა და რესპუბლიკელმა სენატორმა ტომ ტილისმა კონგრესს მოუწოდეს, გაარკვიოს, ვინ გასცა ან დაამტკიცა უკრაინაში Starshield-ის სატელიტური კავშირის შეზღუდვის ბრძანება. სენატორების ერთობლივი განცხადება გამოცემა The Hill-მა მოიპოვა.

“კონგრესმა უნდა დაადგინოს, ვინ გასცა ამ შეფერხებების გამომწვევი ბრძანება ან ვინ დაამტკიცა ეს გადაწყვეტილება და პასუხისმგებელ პირებს პასუხი მოსთხოვოს. პენტაგონმა და SpaceX-მა ყველა ჩანაწერი უნდა შეინახონ, კონგრესს ფაქტების დასადგენად საჭირო კონტრაქტები და მიმოწერა გადასცენ და ზომები მიიღონ, რომ ეს აღარ განმეორდეს.” – წერენ სენატორები.

ვაშინგტონში უკრაინის დროებითი რწმუნებულის, დენის სიენიკის თქმით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ფრონტის ხაზის გასწვრივ Starshield-ის ტერმინალები კავშირს კარგავენ, როცა საათში დაახლოებით 161 კილომეტრზე სწრაფად გადაადგილდებიან. მისი თქმით, შეზღუდვა რამდენიმე დღის წინ ეტაპობრივად გამოჩნდა. უკრაინას SpaceX-ისგან ან პენტაგონისგან განმარტება ჯერ არ მიუღია.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 12 ნოემბერს განაცხადა, რომ შეზღუდვები სისტემატურია და ეს უკრაინელ სამხედროებს რუსული რეაქტიული დრონების მოგერიებას ურთულებს. შაჰინისა და ტილისის თქმით, ბოლო ოთხ კვირაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა უკრაინა Starshield-ის მუშაობის შეფერხებებზე იუწყება.

იტვირთბა....