აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ნოემბრის დასაწყისში ჩინეთმა წყნარი ოკეანეს დასავლეთ ნაწილსა და ტაივანის გარშემო წინასწარ გამოუცხადებელი სამხედრო წვრთნები ჩაატარა, რაც ტაივანში ჩუმ დაშინებად შეფასდა – „როიტერი“

ნოემბრის დასაწყისში ჩინეთმა წყნარი ოკეანეს დასავლეთ ნაწილსა და ტაივანის გარშემო მასშტაბური, წინასწარ გამოუცხადებელი სამხედრო წვრთნები ჩაატარა, რაც ტაიპეის მხრიდან „ჩუმ დაშინებად“ შეფასდა, რომელიც მიზნად ტაივანზე ზეწოლას ისახავს, – ამის შესახებ „როიტერი“ იტყობინება.

ტაივანის ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსანმა, ანონიმურობის პირობით გამოცემას განუცხადა, რომ ჩინეთის სამხედრო და სანაპირო დაცვამ ნოემბრის დასაწყისში რეგიონში 100-ზე მეტი გემი განალაგა, რომლებიც ტაივანის ქალაქებზე თავდასხმების სიმულირებულ ატარებდნენ.

მისივე თქმით, ბოლო წვრთნების დროს ჩინურმა წყალქვეშა ნავმა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა ყვითელი ზღვიდან გაუშვა.

ტაივანელი მაღალჩინოსნის შეფასებით, „ეს არის ჩუმი წვრთნა და ფაქტობრივად, ჩუმი დაშინება“.

ტაივანის კიდევ ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ჩინეთის წვრთნებში კოორდინირებული საზღვაო ძალები მონაწილეობდნენ მისი აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ და სამხრეთ სარდლობებიდან, მასშტაბი კი იმაზე მიანიშნებდა, რომ პეკინი არა მხოლოდ ტაივანის ბლოკადის სცენარს, არამედ წყნარი ოკეანეს დასავლეთ ნაწილში უფრო ფართო ოპერაციებს ამზადებს.

მედიის ცნობით, წვრთნები ტარდება იმ დროს, როდესაც ჩინეთმა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველად, ტაივანზე სამხედრო ზეწოლა გააძლიერა.

იტვირთბა....