იურისტი თამთა მეგრელიშვილი პროკურატურის მიერ კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის და მიყურადების ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მეგრელიშვილი ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ და საგამოძიებო კომისიის შემქნისკენ მოუწოდებს:
„პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით თქვენი როგორც, გზააბნეული, რადიკალური ოპოზიციის მოთხოვნა გამოძიება მხოლოდ ჩანაწერის შინაარსზე დაიწყოს თქვენივე მიზნებს ამხელს.
აბა, აღტკინებულო „ოპოებო“, ბურთი და მოედანი თქვენს ხელშია. ხომ გჯერათ, რასაც საუბრობთ? შებრძანდით პარლამენტში, შექმენით საგამოძიებო კომისია და ამ საქმეში მაინც შეიტანეთ თქვენი წვლილი.
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საჯაროდ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე, კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე.
ჩანაწერის მოპოვების და გავრცელების კანონიერების დასადგენად ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდება.
პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით თქვენი როგორც, გზააბნეული, რადიკალური ოპოზიციის მოთხოვნა გამოძიება მხოლოდ ჩანაწერის შინაარსზე დაიწყოს თქვენივე მიზნებს ამხელს. კარგად იცით, რომ პირველ რიგში მნიშვენლოვანია ჩანაწერის ავთენტურობა, ჩაწერის დრო, მოპოვების კანონიერება! სპეციალური პროგრამების დახმარებით სასურველ პირებს შორის საუბარში ნებისმიერი თემისა და შინაარსის დასმა შეიძლება. ეს ჩემგან არ გესწავლებათ! ამაზე იდგა მთელი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მახინჯი სისტემა,“ – აღნიშნავს მეგრელიშვილი.
ცნობისათვის, საქართველოს გენერალური პროკურატურა, “TV პირველის” მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიებას იწყებს.
შეგახსენებთ, რომ “ნოდარ მელაძის შაბათში” სიუჟეტი გავიდა, სადაც პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარულ აუდიოჩანაწერზე იყო საუბარი. გადაცემაში ნაჩვენები სიუჟეტის თანახმად, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს. ამავე საგამოძიებო სიუჟეტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის, ანზორ ჩუბინიძე ბერა ივანიშვილის სახელით მოქალაქეებს ატერორებდა.
ინფორმაციისთვის, ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ მედიაში გამოჩნდენენ ისეთი პირები, რომლებიც ბერა ივანიშვილის მხრიდან მუქარასა და დაშინებაზე საუბრობენ. მათ შორის არის ამერიკაში მოღვაწე ბათუმელი ჟურნალისტი და ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე, რომელმაც “ფორმულას განუცხადა, რომ 5 წლის წინ ბერა ივანიშვილი დაემუქრა, რადგან ის სოციალურ ქსელში ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკქრიტიკა.
ამასთან, მსგავსი მუქარის შესახებ “ტვ პირველთან” ოპერის მომღერალმა, ანიტა რაჭველიშვილმაც ისაუბრა.