ტელეწამყვანი, ვახო სანაია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ საქართველში მომავალი ნაცრისფერია. მისი თქმით, მომავლის აღქმა ქვეყანაში აღარ არის და იმედგაცუება, ნიჰილიზმი სუფევს.
„არანაირი ძალა არ იგრძნობა; არანაირი ენერგია; არანაირი იმედი; არანაირი პერსპექტივა. მოლოდინი ნული. სიახლის მიმართ ნიჰილიზმი. არსებული რეალობის მიმართ სრული იმედგაცრუება. დარჩენა არავის უნდა. არც წასვლა შეუძლია. მომავალი ნაცრისფერია.
ყველაფერში ასეა – ყველა სფეროში. ჭაობია – ბავშვისთვის, სტუდენტისთვის, დასაქმებულისთვის, დაუსაქმებლისთვის, ღარიბისთვის, მდიდრისთვის…
პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა, ეკლესია, განათლება, სპორტი – არსად არაფერი. მაგრად დაიღალა საქართველო. ჰკითხეთ საკუთარ თავს, ასე არ არის?! ან ძალას მოვიკრებთ ან აღარ ვიცი, რა იქნება“, – წერს სანაია.