მთავარი სამართალი

“ფეხებით რომ დამკიდონ და დენზე შემაერთონ, არ ვიტყვი”- შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული პროცესზე სიტყვით წარსდგა

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს. სავარაუდოდ, დღეს მოსამართლემ საბოლოო განაჩენი უნდა გამოაცხადოს.

სასამართლო პროცესზე სიტყვით წარსდგა მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული, მორაგბე არჩილ გაგნიძე, რომელმაც მის მიმართ წაყენებული ბრალი კიდევ ერთხელ უარყო.

მკვლელობაში ბრალდებულმა პროკურორებს მიმართა, რომ მათ შაქარაშვილის ოჯახი ტყუილში დააჯერა, რის შემდეგ მას მკვლელი ეძახეს.

“რაც სიმართლე იყო, ის ვუთხარი გამოძიებას და დავაფუქსირე ჩვენებაში. გამომძიებელს რომ უნდოდა ის მეღიარებინა, რაც არ ჩამიდენია, ფეხებით რომ დამკიდონ და დენზე შემაერთონ, არ ვიტყვი. ტყუილში დააჯერეთ შაქარაშვილის ოჯახი და პროცესზე მკვლელი მეძახა. მეც მოვკვდი იმ დღეს და თქვენი ბრალია, რომ გიორგის დედას და საზოგადოებას შეუქმენით იმის განცდა, რომ მართლა მე მოვკალი გიორგი შაქარაშვილი”,- აღნიშნა გაგნიძემ.

მისივე განმარტებით, ის სიმართლეს დაამტკიცებს.

“აქ იქნება, თუ მერე, დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს და მერე რა პასუხს გამცემთ? როგორ ვცემდი პატარა ბავშვს და მერე ცოცხალ ადამიანს წყალში როგორ გადავაგდები. ამას არაკაციც კი არ გააკეთებდა. 6-დან 10-წლამდე ბავშვების მწვრთნელი ვარ და ჩემი მანქანით მიმყავს ვარჯიშზე და მერე სახლებში ვარიგებ”,- განაცხადა გაგნიძემ.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის აქმეზე თავდაპირველად დააკავეს 17 პირი. მათგან სამი ბრალდებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 11 იანვარს გათავისუფლდა. საქმეზე პროკურატურამ 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმდა. აღნიშნული 5 პირი, რომელთაც ბრალი ჯგურუფად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმდათ, “ტოიოტა ქამრის” მგზავრები – ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, არასრულწლოვნები ა.ქ. და ზ.ხ. არიან. რაც შეეხება “ტოიტა ქამრის” ვასილ მახარაძეს, მას ძალადობას, ძალადობის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

პროკურატურამ კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომელიც ამტკიცებს, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლულია და მას ფიზიკური დაზიანებები გარდაცვალებამდე აქვს მიყენებული.

იტვირთბა....