ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 3 პირი – საბა ჩხარტიშვილი, საბა გოგშელიძე და ირაკლი წაქაძე სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ ლავრენტი მაღლაკელიძემ მიიღო.
მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილებით ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დაკავებულები1000-1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ბრალდებულებმა ბრალად წარდგენილი ქმედება აღიარეს, ამასთან ბრალდების მხარეს ყველა მტკიცებულება უდაოდ ცნეს.
ადვოკატებმა ასევე საქმის ცალკე გამოყოფასთან დაკავირებითაც დააყენეს შუამდგომლობა.
ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ საბა გოგშელიძეს, ირაკლი წაქაძესა და საბა ჩხარტიშვილს ძალადობას, ასევე სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ედავებიან.