“ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი ელისო კილაძე სოცილაურ ქსელში შემდეგი შინაარსის მიმართვას ავრცელებს:
“არ მესმის სააკაშვილის (და არც არავის) აღფრთოვანება, ანტიჰესების კამპანიით და მიტინგებით!
საქართველოში მისი პრეზიდენტობის დროს დაიწყო ჰესების მშენებლობა და ეს იყო კარგი – მეტი ჰესი ნიშნავს ენერგოდამოუკიდებლობას რუსეთისგან!
პოლიტიკურ პარტიებს ტყუილა გონია, რომ მიტინგზე მოსული ხალხი ხვალ მათი ელექტორატი გახდება! რომ იცოდეთ, არც ერთი ინვესტორი ფულს წყალში არ გადაყრის!” – წერს ელისო კილაძე.
ცნობისათვის, 28 თებერვალს ქუთაისში “ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია გაიმართა.
ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით ქუთაისში “ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის მიმდინარეობას გამოეხმაურა.