ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუთაისში “ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

ქუთაისში ამ წუთებში  “ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები ჰესების კასკადის მშენებელი კომპანიის “ენკასგან” რიონის ხეობის დატოვებას და იმ ნებართვის გაუქმებას ითხოვენ, რომელიც ხეობაში ჰესის მშენებლობას ითვალისწინებს.

ხოლო აქციის ერთ-ერთი  ორგანიზატორის ვარლამ გოლეთიანის თქმით,  ქცია აპოლიტიკური ხასიათისაა.

მისი განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, მცირე ჯგუფებად დაიყოფიან და რიონის ხეობაში მორიგეობას გააგრძელებენ.

ამასთან, აღნიშნულ აქციას მხარდამჭერები სხვადასხვა რეგიონიდან უერთდებიან. რომლებიც მედიასთან აცხადებენ, რომ სოლიდარობას უცხადებენ, ადამიანებს, რომლებსაც „არ სურთ საკუთარი მიწის 100 წლით გასხვისება“. აქციას ასევე შეუერთდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები.

შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობის მოსახლეობის ნაწილის პროტესტი 126-ე დღეა გრძელდება, ისინი ღამეებს კარვებში ათენებენ.

იტვირთბა....