მთავარი ციტატა

“უნდათ, რომ ამირან გამყრელიძეს შეაწმინდონ ხელი”

“უნდათ, რომ ამირან გამყრელიძეს შეაწმინდონ ხელი, ვინ წყვეტს ამ ყველაფერს, ყველამ ვიცით. შუშის სასახლეში ერთი კაცია გამაგრებული, ახლა მოიყვანა თავისი უუნარო აჩრდილი. ესაა ტერორიზმი, როცა ვაქცინა არ შემოვა.”

თაკო ჩარკვიანი – “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი

ამის შესახებ თაკო ჩარკვიანი “დღის ამბებში” აცხადებს.

შეგახსენებთ,  დღეს “სტრატეგია აღმაშენებელის” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის პოსტიდან ამირან გამყრელიძის შესაძლო გადაყენებაზე ინფორმაცია გაავრცელა. ჩიხლაძის თქმით, გამყრელიძის მიდგომა არის დაუსაბუთებელი, ასევე, არსებობს საეჭვო შესყიდვები, ათ შორის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ განხორციელებული.

ასევე, დღეს “კოვაქს პლატფორის” განცხადება გაავრცელდა, რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში. როგორც “კოვაქსიდან” “ინტერპრესნიუსს” სააგენტოს განუცხადეს, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც მათ მიერ გათვალისწინებული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს. 

იტვირთბა....