ვრცელდება ინფორმაცია, რომ მთავრობაში ამირან გამყრელიძის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის პოსტიდან გადაყენება განიხილება. აღნიშნულ განცხადებას “სტრატეგია აღმაშენებელის” ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ავრცელებს და აცხადებს, რომ კულუარული ინფორმაცია მას დაახლოებით უკვე ერთი კვირაა აქვს.
“მეტრონომი” ინფორმაციის გადასამოწმებლად დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა, თუმცა, დაკავებული თანამდებობიდან ამირან გამყრეიძის გადაყენებაზე გავრცელებული ინფორმაცია უარყო.
“არ შეესაბამება სიმართლეს, ბატონი ამირან გამყრელიძე ჩვეულე რეჟიმში აგრძელებს მუშაობას,”- განაცხადეს ცენტრში.
კითხვაზე, რატომაა დაბარებული ამირან გამყრელიძე დღეს დილიდან მტავრობის კანცელარიაში, ცენტრში გვიპასუხეს, რომ ამაზე ინფორმაციას არ ფლობენ.
შეგახსენებთ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის პოსტიდან ამირან გამყრელიძისშესაძლო გადაყენებაზე ინფორმაცია დღეს “სტრატეგია აღმაშენებელის” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ გაავრცელა. ჩიხლაძის თქმით, გამყრელიძის მიდგომა არის დაუსაბუთებელი, ასევე, არსებობს საეჭვო შესყიდვები, ათ შორის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ განხორციელებული.
დილის 10 საათიდან მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფებიან ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე, ეკატერინე ტიკარაძე და თამარ გაბუნია. უცნობია, რა საკითხზე დაიბარეს ისინი კანცელარიაში.
ავტორი: თათია შაიშმელაშვილი