ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კოვაქსი: თებერვლალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც კრიტერიუმები დააკმაყოფილეს

“კოვაქს პლატფორმა” განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში.

როგორც “კოვაქსიდან” “ინტერპრესნიუსს” სააგენტოს განუცხადეს, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც მათ მიერ გათვალისწინებული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს. ამასთან, „კოვაქსი“ მოელის, რომ გზავნილების ძირითადი წილი მარტში განხორციელდება.

“თებერვლის ბოლოს ვაქცინის დოზები იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც ჩვენს მიერ ერთიან განცხადებაში კრიტერიუმები უკვე დააკმაყოფილეს. დამატებითი ინფორმაცია პირველი გზავნილების შესახებ ყველა მონაწილეს მომდევნო დღეებში ეცნობება, ინფორმაცია ასევე გამოქვეყნდება ონლაინ“, – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ „კოვაქს პლატფორმაში“.

რაც შეეხება კრიტერიუმებს, რომლებსაც ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს, მათი განმარტებით, “ყველა მონაწილე ქვეყნის ეროვნულმა რეგულატორმა ავტორიზება უნდა მისცეს შემოსატან ვაქცინას. ასევე, ყველა მონაწილემ ვაქცინის მწარმოებლებთან უნდა გააფორმოს ზარალის ანაზღაურების კონტრაქტი, რათა „კოვაქსის პლატფორმიდან“ დოზების მიღება შეძლოს“.

საქართველოს კორონავირუსის “ფაიზერის” ვაქცინის 30 ათასამდე დოზა თებერვლის ბოლომდე უნდა მიეღო, თუმცა, შემოტანის პროცედურა რამდენიმე კვირით გადაიდო.

იტვირთბა....