ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სტრესი ნამდვილად მიიღო, 2 დღე არ ჭამდა” – ვახო სანაიას მეუღლე შვილზე

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის შემდეგ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ჟურნალისტს სახლში ეწვია. ტელეწამყვანის მეუღლემ შემთხვევის შემდეგ ბავშვის ემოციური მდგომარეობის შესახებ ისაუბრა:

“შორეულ პერსპექტივაში ის ამბები აღარ დაამახსოვრდება, სტრესი ნამდვილად მიიღო – ექიმს ველაპარაკე, 2 დღე რომ არ ჭამდა, ეს იყო ამის გამოვლინება“, – განაცხადა თამუნა ყურაშვილმა.

ცნობისათვის, ვახო სანაიას ოჯახსა და მისი ცოლის ნათესავს წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ. აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 პირი დააკავა.

იტვირთბა....