“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, ოპოზიცია დღეს მთვარობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავს.
ოპოზიცია ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას აპროტესტებს და მას ივანიშვილს რეჟიმის პოლიტპატიმარს უწოდებს.
“მიკა დღეს არის უფრო ძლიერი, ვიდრე მთლიანად ოცნება, თავისი მონა-მოსამართლეებით,”- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ოპოზიციის ლიდერებმა ნიკა მელიას ოჯახის წევრებს მხარდაჭერა გამოუცხადეს. მათ პირობა დადეს, რომ ნიკა მელიასა და ქვეყნის გასათავისუფლებლად ბოლომდე იბრძოლებენ.
ცნობისთვის, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დღეს დილით დააკავა. დაკავების სპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს.
სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს.