აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების მიწოდებას აყოვნებს – Financial Times

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების მიწოდებას აყოვნებს, – ინფორმაციას გამოცემა Financial Times-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეთს ჯერ კიდევ არ დაუმტკიცებია უკრაინისთვის Patriot-ის სისტემის 60 რაკეტის გადაცემა.

წყაროების თქმით, აშშ-ში წარმოებული PAC-3 და PAC-2 ტიპის რაკეტების კიევისთვის მიწოდება, რომლებიც უკრაინის დასავლელმა მოკავშირეებმა შეიძინეს, ჰეგსეთის ნებართვის გარეშე დაყოვნებულია.

რაკეტების ნაწილი ევროპული ქვეყნების მარაგებშია, თუმცა მათი უკრაინისთვის გადაცემა პენტაგონის ოფიციალურ თანხმობას მოითხოვს, რადგან აშშ მათი მწარმოებელია.

ოფიციალურმა პირებმა გამოცემასთან საუბარში აღნიშნეს, რომ PAC-3-ის ტიპის რაკეტების კიევისთვის მიწოდება, რომელიც დეკემბრამდე უნდა განხორციელებულიყო ჯერჯერობით დამტკიცებული არ არის. ასევე, უკრაინელი მაღალჩინოსნების თქმით, პენტაგონში კიდევ ერთი პროცესია დაყოვნებული, რომელიც უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ნებართვის მინიჭებას ითვალისწინებს.

იტვირთბა....