აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსებმა ზაპოროჟიეს დაარტყეს – არის მსხვერპლი – უკრაინული მედია 

რუსებმა ზაპოროჟიეს დაარტყეს, არის მსხვერპლი, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც, 2 ადამიანი დაიღუპა და 22 დაშავდა.

ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიხაილ სემიკინის განცხადებით, დაშავებულებს შორის ორი ბავშვია.

ასევე, სემიკინის ცნობით, რუსების იერიშის შედეგად ქალაქში კერძო სახლი დაინგრა, ნაწილობრივ ჩამოინგრა ხუთსართულიანი კორპუსი, დაზიანდა მრავალსართულიანი და კერძო სახლები, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტი და ავტომობილები.

იტვირთბა....