უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში რუსეთის მხარეს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა, შესაძლოა, 720 ათასს აღემატებოდეს. ასეთ დასკვნამდე დამოუკიდებელი გამოცემების, „მედუზისა“ და „მედიაზონის“ ჟურნალისტები რუსეთის სტატისტიკის ფედერალური სამსახურიდან („როსსტატი“) გაჟონილი მონაცემებისა და სხვა წყაროების ანალიზის შედეგად მივიდნენ.
ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ 2022 წლის 24 თებერვლიდან 2026 წლის 29 სექტემბრამდე რუსეთის მხარეს სულ მცირე 490 ათასი სამხედრო დაიღუპა. თუმცა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მონაცემების გათვალისწინებით, დაღუპულთა რეალური რაოდენობა შესაძლოა მნიშვნელოვნად მაღალი იყოს.
გაჟონილი მონაცემების საფუძველზე ჩატარებული კიდევ ერთი ჟურნალისტური კვლევის თანახმად, რუსეთის მხარეს დაღუპულთა შორის სულ მცირე 6 ათასი უცხოელია, მათ შორის უკრაინული პასპორტების მფლობელებიც.
დაახლოებით 2 500 სამხედრო ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შედეგების ან თვითმკვლელობის შედეგად გარდაიცვალა.

