“ნაცმოძრაობის” ცენტრალურ ოფისთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამაცველებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. სხვა დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
სამართალდამცველებსა და აქციის მონწილეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ პოლიციას მოუწოდეს, ტერიტორია დაეტოვებინათ და არ შეესრულებინათ უკანონო დავალება.
სპეცოპერაციის დროს, პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს, რის გამოც რამდენიმე ადამიანი ცუდად გახდა. პარტიის წარმომადგენელთა ინფორმაციით, განადგურებულია ოფისის ინვენტარი.