“კი ღარიბაშვილი როგორც ყველაზე უფრო აგრესიული და სამარცხვინო კლოუნი ქვეყანას დიდი საფრთხის წინაშე აგდეს.ჩვენი ვალია ამას დავუპირისპიროთ აქციები. ამ რეჟიმს ელის საქართველოს მხარდამჭერებისგან ყველა ლეგიტიმური პრობლემა. ოლიგარქები ძალიან ცუდად ამთავრებენ, როცა ამ გზაზე ბოლომდე მიყვებიან.”
გიგა ბოკერია – “ევროპული საქართველოს” ლიდერი
აღნიშნულით გიგა ბოკერია ჟურნალისტებთან ენმ-ის ლიდერის ნიკა მელაის დაკავებას გამოემხაურა.
ცნობისთვის, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. დაკავებისსპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს.
სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს.
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, ოპოზიცია დღეს მთვარობის ადმინისტრაციასთან აქციას გამართავს.
შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ენმ-ის ოფისში შესვლასა და ნიკა მელაის დაკავებას 22 თებერვლის ღამეს გეგმავდა