ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ოპოზიცია დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას გამართავს

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, ოპოზიცია დღეს მთვარობის ადმინისტრაციასთან აქციას გამართავს.

ოპოზიციის წარმომადგენლები პარტიის ლიდერის დაკავებას აპროტესტებენ და პირობას დებენ, რომ ის მალე თავისუფალი იქნება.

ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციასთან 15:00 საათზე შეიკრიბება, რათა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება გააპროტესტოს.

ცნობისთვის, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დღეს დილით დააკავა. დაკავების სპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს.

სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ენმ-ის ოფისში შესვლასა და ნიკა მელაის დაკავებას 22 თებერვლის ღამეს გეგმავდა

 

იტვირთბა....