ახალი ამბები მთავარი სამართალი

სპეცრაზმმა ენმ-ის პარტიის ოფისში ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვა

სპეციალური დანიშნულების რაზმმა “ნაციონალუირ მოძრაობის” ოფისში ნიკა მელიას დაკავების დროს ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს. შედეგად შეუძლოდ გახდა რამდნეიმე ადამიანი.

ოთახში შეკრებილებმა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადეს, თუმცა სპეცრაზმელებმა ნიკა მელიას დაკავება მის კაბინეტში მაინც მოახერხეს.

სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დღეს დილით დააკავა. დაკავების სპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ენმ-ის ოფისში შესვლასა და ნიკა მელაის დაკავებას 22 თებერვლის ღამეს გეგმავდა

იტვირთბა....