კალიფორნიის ტერაქტისგან განრისხებულმა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საგანგებო სატელევიზიო მიმართვისას თეთრი სახლიდან კალიფორნიის ქალაქ სან-ბერნარდინოში მომხდარ თავდასხმას ტერორისტული აქტი უწოდა. ამასთან, მან ამერიკელებს მოუწოდა, რომ არ შეეშინდეთ.
„ეს იყო ტერორისტული აქტი, რომელმაც იმსხვერპლა უდანაშაულო ადამიანები. მინდა იცოდეთ, რომ ტერორიზმის საფრთხე არის რეალური, მაგრამ ჩვენ დავამარცეხებთ მას, ჩვენ გავანადგურებთ „ისლამურ სახელმწიფოს“ და ნებისმიერ სხვა ორგანიზაციას, რომელიც ჩვენს ქვეყანას დაემუქრება“ – განაცხადა ობამამ.
პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ამერიკელი სამხედროები ტერორისტთა ლიდერებს მიაგნებენ, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი და რომ ამერიკა გააგრძელებს ტრენინგისა და აღჭურვილობის უზრუნველყოფას სირიელი და ერაყის ძალებისთვის, რომლებიც ისლამურ სახელმწიფოს თავიანთ ქვეყნებში ებრძვიან.
თავის სიტყვაში აშშ-ს პრეზიდენტმა ისაუბრა საჰაეროს დარტყების გაგრძელდების მნიშვნელობაზე ISIS წინააღმდეგ, თუმცა სახმელეთო ომში ამერიკა არ ჩაერთვება.
„ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ და უნდა კავაკეთოთ კიდეც ის რომ ტერორისტებმა მკვლელობების ჩადენა ვეღარ შეძლონ“ – ამბობს ობამა.