აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ჩვენი პრიორიტეტია, ქვეყანამ რეგიონში არსებული მღელვარე პერიოდი ინციდენტების გარეშე გადალახოს, არ ვვარდებით იმ ხაფანგებში, რომლებშიც ოპოზიციას ჩვენი ჩათრევა სურს” – რეჯეფ თაიფ ერდოღანი

ჩვენი პრიორიტეტია, ჩვენმა ქვეყანამ ეს მღელვარე პერიოდი ინციდენტების გარეშე გადალახოს, ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ თურქეთი ამ ხანძრისგან დავიცვათ, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ომი, რომელიც რეგიონში 28 თებერვალს დაიწყო და ერთი თვეა, გრძელდება, საფრთხეს ზრდის.

„ამ პროცესს ფრთხილად, ზომიერად, დაბალანსებულად და რაციონალურად ვმართავთ, ისე, რომ არ ვვარდებით იმ ხაფანგებში, რომლებშიც ოპოზიციას ჩვენი ჩათრევა სურს“, – აღნიშნა ერდოღანმა.

თურქეთს პრეზიდენტის მტკიცებით, რეგიონის წინაშე არსებულ საფრთხეებს შორის, ომის გახანგრძლივების გარდა, არსებობს მისი რეგიონულ შიდა კონფლიქტად გადაქცევის რისკი.

ერდოღანის თქმით, სამწუხაროდ, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმართული შურისძიება ამ შესაძლებლობას ზრდის.

„ამ უკანონო ომის მთავარი პასუხისმგებლობა, რომელიც არა მხოლოდ ჩვენს რეგიონს ბრძოლის ველად აქცევს, არამედ მთელ კაცობრიობას ძალიან მძიმე ეკონომიკურ ტვირთად აწვება, ისრაელის მთავრობას ეკისრება, რომელიც კონფლიქტებზე, ქაოსსა და კრიზისზეა დამოკიდებული. ნებისმიერი განვითარება, რომელიც ახალი ფრონტების გახსნით ომის გაგრძელებას გამოიწვევს, ისრაელის სისხლიან სტრატეგიას ემსახურება და ჩვენი რეგიონისთვის დანაკარგებს გამოიწვევს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ომში დაღვრილი სისხლის ყოველი წვეთი ნეთანიაჰუს პოლიტიკურ სიცოცხლეს გაახანგრძლივებს“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

იტვირთბა....