აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მარკ რუტე მომავალ კვირაში ვაშინგტონში ჩავა

ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე მომავალ კვირას ვაშინგტონს ეწვევა და შეხვდება პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან გასვლით იმუქრება. ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს ინფორმაციას.

მედიის ინფორმაციით, ვიზიტის შესახებ ცნობას ნატო-სა და თეთრი სახლის პრესსამსახურები ავრცელებენ, თუმცა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. აღნიშნულია მხოლოდ ის, რომ ვიზიტი დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან აშშ-ის გასვლის საკითხს „მტკიცედ განიხილავს“.

იტვირთბა....