აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპის წარმომადგენლებს ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წარმომადგენლებს ესაუბრა, – ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან სატელეფონო საუბარი გამართა.

სატელეფონო საუბარში მონაწილეობა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, ლინდსი გრემმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემაც მიიღეს.

„უკრაინა აფასებს ამერიკის ძალისხმევას ღირსეული მშვიდობის მისაღწევად. შევთანხმდით, რომ უკრაინასა და აშშ-ს შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტის გაძლიერების მიზნით ჩვენი გუნდები მომავალი დღეების განმავლობაში მჭიდრო კონტაქტზე დარჩებიან“, – წერს ზელენსკი X-ზე.

იტვირთბა....