დაწესებული შეზღუდვების გამო დაზარალებული კომპანიები და სამოქალაქო აქტივისტები მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქციას მართავენ.
“გაიხსნას დახურული სახელმწიფო” – აქცია ამ ლოზუნგით მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, შეზღუდვები შემსუბიქდეს და წესების დაცვით ამუშავდეს ბიზნესი.
- მოიხსნას ზამთრის კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები;
- სასწავლო პროცესი გაგრძელდეს საკლასო ოთახებში და გაიხსნას საბავშვო ბაღები, შესაბამისი რგულაციების დაცვით;
- განახლდეს საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა;
- გაიხსნას რესტორნები და კაფეები შესაბამისი რეგულაციების დაცვით ღია და დახურულ სივრცეებში;
- ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროებს მიეცეთ მუშაობის უფლება;
- გაიხსნას სახელოვნებო სივრცეები, შესაბამისი რეგულაციებით და შემუშავდეს ინდივიდუალური მიდგომები მათ ასამუშავებლად;
- გაუქმდეს კომენდანტის საათი
ცნობისთვის, ქვეყანაში დაწსებული შეზღუდვების მოთხოვნით საპროტესტო აქციები პერმანენტულად მიმდინარეობს.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციდან გამომდინარე შეზღუდვები პირველი ტებერვლიდან აღარ გაუქმდებადა ისინი ეტაპობრივად მოიხსნება.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა პირველი მარტიდან იგეგმება. პირველი მარტიდან დაიწყება სწავლაც. ხოლო, პირველი ტებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები.