საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციდან გამომდინარე შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება.
ვიცე-პრემიერიმა, მაია ცქიტიშვილმა კონკრეტული შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით ისაუბრა.
„ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან.
1-ლი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა.
თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში 1-ლი თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები, სკოლების და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა დაგეგმილი გვაქვს 1-ლი მარტიდან.
ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.