ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რთულია მხარდამჭერებს აუხსნა, რატომ სჯობს, თავზე ნაგავს რომ გაყრიან, შენ იგივეთი არ უპასუხო” – რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

“სანამ პოლიტიკური ელიტის “კრიტიკული მასისთვის” მსგავსი ლოგიკა მიუღებელი და დასაგმობი არ გახდება, მანამდე ვიფუთფუთებთ ნაგავში,” – ამის შესახებ “ტაბულას” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“საქართველოს მოდერნიზაცია პირდაპირაა დამოკიდებული ისეთი პოლიტიკური ელიტის არსებობაზე, რომელიც შეძლებს ტონი მისცეს პოლიტიკის კეთებას და მხარდამჭერების საქციელს.

ეს რთული პროცესია.

რთულია მხარდამჭერებს აუხსნა, რატომ ჯობია შენ რომ თავზე ნაგავს გაყრიან, შენ იგივეთი არ უპასუხო.
მაგრამ ჩვენი მთავარი პრობლემა ისა, რომ არსებული პოლიტიკური ელიტაც ვერ ხედავს დიდ სურათს და ვერ იგებს, რატომ უნდა შეთანხმდეს იმაზე, რომ ადმიანის ღირსების შემლახავი მოქმედებები მავნებლობაა და ამ ქვეყანას სიბნელისთვის წირავს!

დღევანდელი პოლიტიკური ელიტა განაპირობებს თემური წყობილების ლოგიკას:

თუ ჩვენ გვაყრიან ნაგავს, ცუდია!

თუ ჩვენ ვაყრით ნაგავს – კარგი!

სანამ პოლიტიკური ელიტის “კრიტიკული მასისთვის” მსგავსი ლოგიკა მიუღებელი და დასაგმობი არ გახდება, მანამდე ვიფუთფუთებთ ნაგავში.” – წერს ჩერგოლეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ბათუმში, საპროტესტო აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს დაუპირისპირდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს. აქციის მონაწილეებმა ირაკლი ჩავლეიშვილს ნაგვის ურნიდან ნარჩენები დააყარეს.

ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე გამოძიება 239-ე და 156-ე მუხლით დაიწყო.

იტვირთბა....