პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა თანასოფლელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
ადგილობრივების თქმით, მკვლელობას წინ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა.
მათივე ინფორმაციით, მოკლული და სავარაუდო დამნაშავე ერთმანეთის მეზობლები და მეგობრები იყვნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
ამ დრომდე უცნობია თუ რა გახდა მკვლელობის მოტივი.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
“მეტრონომი” მომხდართან დაკავშირებით დამატებით დეტალებს არკვევს, რომელსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
“