მთავარი ციტატა

“ორივე ამოცანა შესრულებული აქვთ”- ხუხაშვილი “პატრიოტთა ალიანსზე” 

 

 “ერთის მხრივ პარტია ინარჩუნებს სახეს და არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, მაგრამ არაპარტიული სიის წევრები შედიან პარლამენტში. ანუ, ორივე ამოცანა შესრულებული აქვთ.

 

ანალიტიკოსის გია ხუხაშვილი

ამის შესახებ ხუხაშვილმა “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა.

ცნობისთვის, “პატრიოტთა ალიანსის” სამ დეპუტატს ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს პარლამენტის სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ.

ამასთან, ცესკო-ს ვებგვერდზე 31 დეკემბერს გამოქვეყნებული განკარგულებით ირკვევა, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ სიის ჩახსნის მოთხოვნით არ მიუმართავს. „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიაში ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლეები არიან – გელა მიქაძე, დავით ზილფიმიანი და ფრიდონ ინჯია. მათ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დეპუტატის ადგილმონაცვლეობაზე თანხმობის შესახებ უკვე მიმართეს. “პატრიოტთა ალიანსის“ სიით პარლამენტში შედის ასევე ავთანდილ ენუქიძე.

იტვირთბა....