31 მარტი ერთგვარ ბოლო ვადად უნდა განვსაზღვროთ, რადგან თუ ერთობა მართლაც ეფემერული, არარეალისტური და უტოპიურია, მაშინ უნდა დავასრულოთ ყალბი საუბარი – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
“გასაგებია, რომ მისი შეწყალება არ გამოიწვევდა სააკაშვილის გათავისუფლებას, თუმცა ამ მნიშვნელოვან ცივილიზაციურ ბრძოლაში, სადაც სინამდვილეში ერთ მხარეს თავისუფალი, მედასავლეთე, პროევროპული საქართველოა და მეორე მხარეს ივანიშვილის რუსული რეჟიმი, ძალიან მნიშვნელოვანია მორალური პოლიტიკური სიცხადე და ამ თვალსაზრისით ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის მხრიდან“ – განაცხადა ბოკუჩავამ.