ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება უზრუნველყოფს, რომ გადასახადის გადამხდელები აღარ გადაიხდიან რადიკალური პროპაგანდის გამო – თეთრი სახლი “ამერიკის ხმაზე“

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება უზრუნველყოფს, რომ გადასახადის გადამხდელები აღარ გადაიხდიან რადიკალური პროპაგანდის გამო, – ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული, სადაც „ამერიკის ხმის“ წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებზე, მათ შორის მიკერძოებულობაზეა საუბარი.

“ამერიკის ხმის” ხელმძღვანელობამ უთხრა თანამშრომლებს, არ უწოდონ „ჰამასს“ და მის წევრებს ტერორისტები, გარდა განცხადებების ციტირებისა“, – აღნიშნულია თეთრი სახლის ინფორმაციაში.

გამოცემები The Hill და Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ ამერიკის ხმის ჟურნალისტები ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვეს მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ს გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) რესურსები და საქმიანობა შეზღუდა.

გამოცემები წერენ, რომ USAGM-ის HR-ის აღმასრულებლის მიერ VOA-ს ჟურნალისტებისთვის მიწერილი მეილი მოიპოვეს. მეილში წერია, რომ ეს “დისციპლინარული მიზნებისთვის არ კეთდება” და თანამშრომლები გაშვებულები არიან “ადმინისტრაციულ შვებულებაში სრული ანაზღაურებით და შეღავათებით”.

იტვირთბა....